საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი

18 ნოემბერი 2022, 17:06 532 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი მიულოცეს.

კოლეგებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მაღალ დონეს, რომელიც ურყევ მეგობრობას, კეთილმეზობლობასა და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი