ხალხის ძალის მორიგი განცხადება და უცვლელი ადრესატი. ქართული ოცნების რიგებიდან, როგორც ამას თავად ამბობენ, სიმართლის სათქმელად გასული დეპუტატების გზავნილები ისევ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას ეხება, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს კი აშშ-ის აგენტურად მოიხსენიებენ. ვრცელი განცხადების საფუძველი კი მათთვის სენატორ ჯინ შაჰინის მოსაზრება გახდა, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ის დახმარების ნაწილი დამოკიდებული უნდა გახდეს საქართველოს ქცევაზე.