ევროკომისარი პოზიტიური გზავნილებით გამოვიდა და ოპოზიცია თავს დაესხა - კობახიძე

17 ნოემბერი 2022, 12:47 623 ნახვა

ევროკომისარი პოზიტიური გზავნილებით გამოვიდა და მთელი ოპოზიცია თავს დაესხა. ვერც მოითმინეს. მათ პირდაპირ წამოსცდათ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართულებით ყველანაირ ძვრას უპირისპირდებიან, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ინტერესი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლის შეფერხებაა.

"ვერც მოითმინეს, მათ პირდაპირ წამოსცდათ, რომ უპირისპირდებიან ყველანაირ ძვრას კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართულებით. მათ აქვთ ერთადერთი პოლიტიკური ინტერესი, რომ სარგებელი ნახონ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებიდან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. სწორედ ამიტომ არ უჭერენ მხარს 12 რეკომენდაციის ფარგლებში გათვალისწინებულ რეფორმებს, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს“, - აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, სააგენტო „კვირას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარი იყო საქართველოში რუსული ნავთობის შემოტანის შესახებ, რის გამოც ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა. 

"სქემა არის ძალიან საინტერესო. შემოდის გარკვეული გემი, თუ არ ვცდები, ბათუმის პორტში იყო ეს. ეს გემი დაკავშირებულია კეზერაშვილთან, ხოლო შემდეგ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ხოშტარია ამ გემის თაობაზე ატარებს ბრიფინგს, თითქოს ასე ხდება საქართველოში სანქცირებული ტვირთის შემოტანა. მარტივად არის შეფუთული ის მიზანი, რომელიც იდგა ამ ყველაფრის უკან - სცადეს რაღაცნაირად დაელაგებინათ, თითქოს საქართველო უზრუნველყოფდა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას, სინამდვილეში ამ ყველაფერს აკეთებდა მარტივი სქემით კეზერაშვილი. ეს უმარტივესი სქემა გაიშიფრა და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რას ემსახურებიან საქართველოში კეზერაშვილი, ხოშტარია და მათი პარტნიორები“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში