მახვილაურის მოსახლეობა ბათუმის მერიას დახმარებას სთხოვს. ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე,რომელიც ქალაქს შემოუერთდა, მაგისტრალის მშენებლობის დროს საგზაო ინფრასტრუქტურა და გარე განათების ბოძები დაზიანდა. ამბობენ, რომ უჭირთ გადაადგილება როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით. მოსახლეობა მახვილაურში ბაღის მშენებლობასაც ითხოვს. პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ქალაქის შემოერთებული ტერიტორიების მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში . ლევან დოლიძის განმარტებით, საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური რეაბილიტაცია მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება, თუმცა მანამდე როგორც ის ამბობს , გზა დროებით წესრიგდება. რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ლევან დოლიძის ინფორმაციით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.