„შემოდგომა ქედაში“ და „ღვინის ფესტივალი“ ერთდროულად გაიმართება დღეს ქედაში. ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში ადგილობრივ პროდუქციას, ასევე ეთნოგრაფიულ და რეწვის ნიმუშებს გამოფენენ. დაგეგმილია საპატიო ქედელების დაჯილდოვება და კონცერტი.
ჭადრაკში, ნარდსა და ქართულ ჭიდაობაში გაიმართება სპორტული აქტივობები. სივრცე გამოიყოფა ქედელი მეღვინეებისთვის. ჩატარდება რეწვის და სხვადასხვა მასტერკლასი.
დაგეგმილია საბავშვო გასართობი ღონისძიებებიც.