2022 წელს დაბრუნებული დღგ-ს მოცულობა 2.2 მლრდ-ი იქნება - ლაშა ხუციშვილი

14 ნოემბერი 2022, 17:50 1231 ნახვა

დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემით, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდა. წლის ბოლოს, 2022 წლის დაბრუნებული დღგ 2.2 მლრდ-ს მიაღწევს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

2022 წლის 10 თვის მონაცემებით, დღგ-ს ზედმეტობის სახით, ბიზნესს 1.8 მლრდ ლარი დაუბრუნდა. 

"ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ წლის განმავლობაში დავაბრუნებდით ორ მილიარდ ლარზე მეტს. ამ სტატისტიკით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიური დაბრუნება იქნება, დაახლოებით, 2,2 მილიარდი ლარის ფარგლებში. ეს, ძირითადად, არიან საწარმოები, რომლებიც დებენ ინვესტიციებს საქართველოში, ასევე, კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საქონლისა თუ მომსახურების ექსპორტს საქართველოდან. ჩვენ თუ ავიღებთ რეფორმამდე არსებულ პერიოდს, სანამ გადავიდოდით ავტომატური დაბრუნების სისტემაზე, დღგ-ის წლიური დაბრუნება იყო, საშუალოდ, 150-180 მილიონი ლარის ფარგლებში. ასე რომ, წლევანდელი 10 თვის მონაცემები, რეფორმამდე არსებული პერიოდის 10 წლის მონაცემზეც მეტია. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა საგადასახადო მიმართულებით, რომელიც განვახორციელეთ და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან კარგი შედეგები აქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი