სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

14 ნოემბერი 2022, 10:00 567 ნახვა

სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებული ეჭვმიტანილი დაკავებულია - ამის შესახებ ინფორმაციას, თურქული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ. ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ თავის მტკიცე და კანონიერ ომს გააგრძელებს.

აფეთქება სტამბოლში გუშინ 13 ნოემბერს მოხდა.  ბოლო მონაცემებით, აფეთქებას, რომელსაც თურქეთში ტერაქტად აფასებენ, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 81 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი