დარჩება თუ არა პარტიის მართვის სადავეები ნიკა მელიას თუ მას ახალი თავჯდომარე ჩაანაცვლებს-ჯერ ჯერობით უცნობია თუმცა ცნობილია ის, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი რომელიც არჩევნების წესს შეიმუშავებს. ჯგუფში როგორც ნეიტრალურად განწყობილი პირები, ასევე, გარკვეული პოზიციის მქონე წევრები შედიან.-სწორედ ამ თემაზე გაიმართა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი.