დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის კიდევ 2 სახლი გაიხსნა, სადაც „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მცხოვრები ბავშვები განთავსდნენ.
შენობები სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე და თითოეული განკუთვნილია 7 ბავშვზე.
ამასთანავე, მათთვის უზრუნველყოფილია ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება.