''ნაციონალური მოძრაობის'' ბრიფინგი

08 ნოემბერი 2022, 14:39 583 ნახვა

კორუფციაში ადანაშაულებს ბათუმის მერს საკრებულოს ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი რეზო ხარაზი.  ოპოზიციის წევრი პროკურატურას მოუწოდებს დაინტერესდეს, რატომ ხარჯავს ქალაქის მუნიციპალიტეტი დამატებით  192 ათას ლარს განათების სისტემაზე, რომელიც გასულ წელს მოეწყო და  მერიამ 465 ათასი ლარი გადაიხადა. 

განათების თითო ბოძი, რომელიც რეზო  ხარაზის თქმით, თამარის დასახლებაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ სანაპირო ზოლში დამონტაჟდა მუნიციპალურ ბიუჯეტს 4 042 ლარი დაუჯდა.  საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის თქმით, განათების სისტემას ერთ თვეზე მეტხანს არ უმუშავია, რაც  მისი მტკიცებით,  სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს. რეზო ხარაზს  მერიაში უპასუხეს.

ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის განმარტებით, კონკრეტულ მონაკვეთზე არსებულ განათების სისტემაზე დამონტაჟებიდან მალევე სადენები მოიპარეს და ტენდერი სწორედ მის  მოსაწესრიგებლად გამოცხადდა.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში