ბათუმში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ღირსების ორდენის კავალერის და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან შავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
ტურნირი 15 წლამდე ჭაბუკთა შორის ჩატარდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, სომხეთის 15 წლამდე ნაკრების მოჭიდავეებიც მონაწილეობდნენ.
ტურნირის შემდეგ დაკომპლექტდება საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირებში.