აქცია ხელფასების გაზრდის მოთხოვნით

05 ნოემბერი 2022, 11:53 578 ნახვა

„ჩვენი შრომა 20 ლარი არ ღირს - გაიზარდოს მინიმალური ხელფასი“ - ამ ლოზუნგით, ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა მშრალ ხიდზე აქცია-პერფორმანსი გამართა. 

ორგანიზატორების თქმით, ისინი უკვე წლებია აქტიურად იბრძვიან საქართველოში მინიმალური ხელფასის ადეკვატური ზღვარის დასადგენად. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმ სამართლიან ანაზღაურებას, რის შესაბამის შრომასაც სწევს ყოველდღიურად - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

აქციას შეუერთა პარტია ''ანა დოლიძე ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი ნინო წულაძე.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში