ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

04 ნოემბერი 2022, 10:50 431 ნახვა

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები  თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ვლადიმერ ჯოხაძე და მალხაზ ტიელიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და მათ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ გათავისუფლებამდე ჯერ სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები არასრულწლოვანი მოქალაქე გამოუშვეს.

სამივე მათგანი 1 ნოემბერს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში