გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს რეზოლუციას უყრის კენჭს

02 ნოემბერი 2022, 10:10 334 ნახვა

გაერო-ს უშიშროების საბჭო რუსეთის უსაფუძვლო ბრალდებების გამოსაძიებლად კომისიის შექმნის მიზნით დღეს რეზოლუციას უყრის კენჭს. საუბარია ოფიციალური მოსკოვის ბრალდებებზე, რომ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები „სამხედრო ბიოლოგიურ“ აქტივობას ახორციელებენ, რაც ბიოლოგიური იარაღის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით კონვენციას არღვევს.

გასულ კვირას რუსეთმა 310-გვერდიანი დოკუმენტი გაუგზავნა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს, სადაც აღნიშნავდა, რომ ეს ბიოლოგიური აქტივობა უკრაინაში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარეობს. დოკუმენტი მოიცავდა უშიშროების საბჭოში ოფიციალურ საჩივარს.

გაერო-ს აღნიშნულ ორგანოს რუსეთის ბრალდებების გამოსაძიებლად, უფლება აქვს შექმნას კომისია, რომელიც საბჭოს 15 წევრისაგან შედგება. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში საიდუმლო ამერიკული ბიოლოგიური ომის ლაბორატორიების შესახებ ბრალდება ქვეყანაში შეჭრიდან მალევე გააჟღერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში