ეკოსკოლის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ის შედეგები, რასაც ეკოსკოლების პროექტის ფარგლებში მიაღწიეს. ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც გარემოსდაცვითი კუთხით არსებობს და გადაწყვეტის გზები, ახალი იდეები გაუზიარეს სტუმრებს. ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა უკვე მეორე წელია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ საქართველოში ახორციელებს. პროგრამა გულისხმობს სასწავლო მასალების შექმნის პარალელურად, სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების წახალისებას, გახდნენ გარემოსდაცვითი ცოდნის გადამცემები და ამ თემის ირგვლივ სხვადასხვა სასარგებლო აქტივობა და პროექტი დაგეგმონ.