თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი "სიგარეტის სადა შეფუთვის“ რეგულაციის ამოქმედების საკითხს ეხმაურება.გიორგი ბახტურიძემ სიახლეებსა და მონიტორინგის შედეგებზე კვირა ჰოლდინგში გამართულ ბირიფინგზე ისაუბრა. თუკი აქამდე ახალი რეგულაციების შესახებ საკითხი ბიზნეს ასოციაციების მიერ იყო ინიცირებული საკანონდებლო ორგანოში, ახლა ინიციატივის ავტორი პარლამენტის რამდენიმე წევრია, ეჭვს აჩენს, რომ ადგილი აქვს კონკრეტული კანონმდებლებსა და თამბაქოს ინდუსტრიას შორის სავარაუდო გარიგებას. გიორგი ბახტურიძე მოუწოდეს დეპუტატებს გაიწვიონ აღნიშნული ინიციატივა. მისივე ინფორმაციით, რეგულაცია 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიის ლობირების შედეგად მისი 5 წლით გადავადება მოხდა.