პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენა განაახლა. დღევანდელ სხდომაზე ალექსანდრე კობაიძის, ლევან კოკორაშვილის, ნუგზარ კოხრეიძის, გიორგი მარიამიძესა და სერგო მახარაძის კანდიდატურებს მოუსმინეს. პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა 19-მა კანდიდატმა შესთავაზა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს დეპუტატების უმრავლესობა ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.