რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 24 საათში უკრაინაში სამი სარაკეტო და ერთი ავიაიერიში განახორციელეს - უკრაინის გენშტაბი

31 ოქტომბერი 2022, 10:03 561 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში სამი სარაკეტო და ერთი ავიაიერიში განახორციელა, რუსმა სამხედროებმა 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, რუსეთის ჯარებმა ნიკოპოლის რაიონში ცეცხლი გახსნეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. გავრცელებული ცნობით, ბელარუსი აგრძელებს რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთს, იმავდროულად, ბელარუსის ტერიტორიაზე ცალკეული შენაერთები გადაჰყავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში