მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

30 ოქტომბერი 2022, 23:30 1470 ნახვა

ქართველმა ავტომრბოლელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა მონაწილეობა ავტო სლალომის სახეობაში მიიღეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.

ქართული ავტოსპორტის ისტორიაში  ქართველმა მრბოლელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში