კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში. არსებული ინფორმაციით, ქართველი მეომარი ბახმუტთან დაეცა. ის საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა. უკრაინაში პუტინის აგრესიას უკვე 23 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობებს სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.