დამეწყრილი ტერიტორიები აჭარაში. მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხელვაჩაურისა და ხულოს რამდენიმე სოფელში. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი. დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან და დასკვნების შემდეგ გადაწყდება სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლებთან აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება თუ განსახლება მოხდება.