თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში, მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა

28 ოქტომბერი 2022, 11:44 670 ნახვა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. დაშავებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სასტუმროს ერთ-ერთი ნომერი დაჯავშნა, სადაც ხელყუმბარა ააფეთქა.  

მკურნალი ექიმის  ინფორმაციით, პაციენტს კლინიკაში მიყვანისას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ოპერაცია ჩაუტარდა.

"პაციენტი წუხელ შემოიყვანეს. აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულ-მკერდზე, თავზე. მდგომარეობა არის კრიტიკული. ღამის განმავლობაში ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და მიმდინარეობს მკურნალობა“, - განაცხადა ექიმმა გიორგი ბერიაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში