გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პანამის დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს ჯარიმა, 65 ათასი ლარი დაეკისრა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომლის ოდენობა 3 ათას 300 ლარს აღწევს.