ესპანეთის სუპერთასსზე მამარდაშვილის "ვალენსია" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება

27 ოქტომბერი 2022, 22:24 784 ნახვა

დღეს  ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური წილისყრა გაიმართა. გაირკვა, რომ გიორგი მამარდაშვილის ''ვალენსია''  ფინალში გასასვლელად  მადრიდის ''რეალს'' დაუპირისპირდება. 

ფინალის მეორე საგზურისთვის კი  ერთმანეთს ''ბეტისი'' და ''ბარსელონა''  შეხვედებიან.

2019 წლიდან ესპანეთის სუპერთასის ფორმატი შეიცვალა და მასში მონაწილეობას 4 გუნდი იღებს. 2 გუნდი ესპანეთის თასის ფინალისტები, ასევე 2 გუნდი ლა ლიგიდან ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი. 

მატჩები 2023 წლის 11 იანვარს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება.  ფინალი კი 15 იანვარს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის  "რეალია" .

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი