26-27 ოქტომბერს ნასაკირალის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძარობა დროებით შეიზღუდება

25 ოქტომბერი 2022, 21:41 1557 ნახვა

26-27 ოქტომბერს ნასაკირალის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ35-კმ43.6 (ე.წ. „ნასაკირალის უღელტეხილი“) მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ ფილიალი საქართველოში, ახორციელებს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ფენის დაგებას. რის გამოც, 2022 წლის 26 ოქტომბრის 08:00 სთ-დან 27 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით დროის აღნიშნულ პერიოდში, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გავლით

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი