საქართველოს ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის განათლების მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

25 ოქტომბერი 2022, 19:54 727 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიო ბანკის განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, რიტა ალმეიდას, რომელიც ადამიანური კაპიტალის პროგრამის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით ჩამოვიდა საქართველოში.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაწყების მნიშვნელობას ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სექტორების გაძლიერების მიმართულებით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აღნიშნულ სექტორებში ქვეყანამ გაატარა ძირითადი რეფორმები, თუმცა საჭიროა შემდგომი ტრანსფორმაციული ცვლილებები, რათა ადამიანური კაპიტალი იყოს ქვეყნის ზრდისა და კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალა.

მან მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესში მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შეუწყონ ადამიანური კაპიტალის პროგრამის წარმატებით იმპლემენტაციას.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი