"დინამო" ბათუმის და თბილისის "ლოკომოტივის" მატჩის ბილეთების რეალიზაცია 26 ოქტომბერს დაიწყება

25 ოქტომბერი 2022, 19:26 1429 ნახვა

ეროვნული ლიგის 32 -ე ტურის  შეხვედრაში "დინამო" ბათუმი საუკთარ  მოედანზე თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს. 

მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეალიზაცია biletebi.ge-ზე  26 ოქტომბერს დილის 11:00 საათიდან დაიწყება. არენასთან მდებარე სალაროებში კი ბილეთები 28 ოქტომბრიდან გაიყიდება.

ბილეთის ფასი დარჩენილ საშინაო მატჩებში  50 თეთრი იქნება. 

31 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამო" ბათუმს 67 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერ "დინამო" თბილისს 2 ქულით ჩამორჩება.

ეროვნული ლიგის დასრულებამდე კი 5 ტური არის დარჩენილი.
აქედან 2 მატჩს ბათუმელები გასვლაზე ითამაშებენ , ხოლო 3 შეხვედრას საშინაო კედლებში გამართავენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში