UFC-ის რეიტინგში მერაბ დვალიშვილი დივიზიონის მეორე ნომერი გახდა

25 ოქტომბერი 2022, 17:19 691 ნახვა

UFC 280-ის შემდეგ ორგანიზაციამ მებრძოლების რეიტინგი განაახლა. სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში წინსვლა აქვს მერაბ დვალიშვილს, რომელიც რუს პიოტრ იანთან მეორე ადგილს იყოფს. ამ დივიზიონში ჩემპიონი ამერიკელი ალჯამეინ სტერლინგია, რომელიც პირველ პოზიციაზე შონ ო’მელთან ერთად არის.

31 წლის დვალიშვილს UFC-ში 10 ბრძოლა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე კი 8 მოგება და 2 წაგებაა. ბოლო ორთაბრძოლაში მერაბმა ბრაზილიელი ჟოზე ალდო დაამარცხა.

რაც შეეხება UFC-ის სხვა ქართველი მებრძოლების რეიტინგებს, ცვლილებები არცერთს შეხებია. მსუბუქ წონაში მე-16 ადგილზეა გურამ ქუთათელაძე. ნახევრად მსუბუქ დივიზიონში მე-8 პოზიციაზე რჩება გიგა ჭიკაძე. მე-14 ადგილს იკავებს ილია თოფურია. საშუალო წონაში მე-18 ადგილზეა რომან დოლიძე.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში