რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა

25 ოქტომბერი 2022, 16:42 465 ნახვა

რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა.​ სუნაკმა სტატუსი მას შემდეგ მიიღო, რაც ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა.

"დღეს ჩვენი ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია. კოვიდის შედეგები ჯერ კიდევ სახეზეა. პუტინის ომმა უკრაინაში ენერგეტიკული ბაზრებისა და მომარაგების ჯაჭვების დესტაბილიზაცია გამოიწვია მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა რიში სუნაკმა.

წელს სუნაკი დიდი ბრიტანეთის მესამე პრემიერ-მინისტრია, რომელიც დაუნინგ სთრითის 10 ნომერში მდებარე რეზიდენციაში ბორის ჯონსონისა და ლიზ ტრასის შემდეგ შევიდა.

პრემიერობამდე სუნაკი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, 2015 წლიდან ის პარლამენტის წევრია, მანამდე კი ის "Goldman Sachs"-ის საინვესტიციო ოფიცერი იყო.

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის 57-ე პრემიერ მინისტრია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში