ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა ბათუმში, რომელშიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 42 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ფორუმის მიზანს ახალგაზრდების ჩართულობა წარმოადგენდა რეგიონში მიმდინარე პროცესებში. ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები თვითმმართველობების უფლებამოსილების, სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.ფორუმი, რომელიც ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.