ჩვენ ვრჩებით მოწოდებულები, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს.
„ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება რამდენიმე შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომლებიც, როგორც მოვისმინეთ, გამომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების გარკვეული კუთხეებიდან. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ ან უკუსვლამ, შექმნა უკუსვლები. მათ შექმნეს უკუსვლები ევროკავშირის წევრობისკენ ქართველი ხალხის მკაფიო, უძლეველი სწრაფვისთვის და უფრო ფართოდ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამ ქმედებების გამო ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან მათ ასევე გააღრმავეს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო გაერთიანების ნაცვლად.
არის პოლარიზაციის ისეთი დონე, რომელიც არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო. ეს არ არის სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებებისთვის. ყოველივე ამის თქმის შემდეგ, ჩვენ ვრჩებით მოწოდებულები, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
ნედ პრაისს შეკითხვა დაუსვეს, ინფორმირებულია თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ.
„ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა გვაქვს. მე მათ დავუთმობდი საუბარს ნებისმიერ სანქციებზე, რომლებიც მათ შესაძლოა, დააწესეს. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ მოგისმენიათ, რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს; ვფიქრობ, მე ეს თქვენთვის აქამდეც მითქვამს – ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან მაშინ, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკავშირმა, ამ შემთხვევაში ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე და მის უფრო ფართო ევროპულ მისწრაფებებზე“, – განაცხადა ნედ პრაისმა.