საქართველოს პრეზიდენტი ილჰამ ალიევის ვიზიტს ეხმაურება

24 ოქტომბერი 2022, 19:55 475 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის  ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ, რის გამოც პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად,პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება. სალომე ზურაბიშვილი  კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი