ირაკლი ღარიბაშვილის და ილჰამ ალიევის ერთობლივი განცხადებები

24 ოქტომბერი 2022, 15:07 733 ნახვა

,,რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ. ქვეყნის პრემიერმა ერთობლივი განცხადების დროს ისაუბრა, თუ რა იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტთან აუდიენციის დროს განსახილველი მთავარი საკითხები.

პრემიერის თქმით,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებას, უკრაინაში მიმდინარე ომს და სამშვიდობო პოლიტიკას.   

ილჰამ ალიევის განცხადებით,  კი ყარაბაღის ომის შემდეგ ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. არსებობს საშუალება, კონსულტაციები გაიმართოს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი ამისთვის  მზად იქნება. ,,მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის“ - თქვა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ალიევმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი