ამორტიზებული გზა და ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი

20 იანვარი 2017, 00:00 2695 ნახვა

უგზოობის გამო ქობულეთში, სოფელ შუაღელეში, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები ადგილზე ან ვერ მიდიან ან აგვიანებენ. მოსახლეობის თქმით, სწორედ უგზოობა გახდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფების დაგვიანების მიზეზი გუშინ. რევაზიშვილების საცხოვრებელი სახლი გვიან ღამით დაიწვა,  ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა ოჯახის ქონება. სახანძრო ჯგუფების დაგვიანებას უარყოფენ უწყებაში. დღეს ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ არ გაკეთდა ამ დრომდე სოფელ შუაღელეში გზა და როდის იგეგმება მისი რეაბილიტაცია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში