ლიკანში კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

23 ოქტომბერი 2022, 14:20 525 ნახვა

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 75 წლის ქალი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების შედეგად, გარდაიცვალა. ამის შესახებ ბორჯომის კლინიკის დირექტორმა განაცხადა.

მისი თქმით, ხანში შესული ქალი კლინიკაში მომხდარიდან მალევე მიიყვანეს, მას აღენიშნებოდა სხეულის დამწვრობა და მრავლობითი ტრავმები თავის არეში. 

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, არსებული ინფორმაციით,  ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.

კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. დაახლოებით 30 ოჯახს დასჭირდა უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში