სავარაუდოდ, სამი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა ავარიას პოლონეთში. პოლონური მედია ავრცელებს ინფორმაციას რომ შემთხვევა ქალაქ პოზნანის მახლობლად მოხდა.
ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა.
პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.