"დინამო" ბათუმმა თბილისის "საბურთალო" 2-4 დაამარცხა

21 ოქტომბერი 2022, 22:27 1041 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმმა გასვლაზე რუსთავში "საბურთალო" 2-4 დაამარცხა.

მე-4 წუთზე ანგარიში ტაბატაძემ გახსნა და თბილისელები წინ გავიდნენ, თუმცა მალევე 7 წუთში ფანცულაიამ ანგარიში გაათანაბრა და პირველი ფრედ 1-1 დასრულდა.

52-ე წუთზე გოშთელიანმა "საბურთალო" წინ გაიყვანა, მაგრამ ფლამარიონს გადაცემის შემდეგ ანგარიში ისევ ფანცულაიამ გაათანაბრა.

64-ე წუთზე "საბურთალოს" კარში პენალტის რეალიზება ლადო მამუჩაშვილმა მოახერხა და გეგუჩაძის გუნდმა წინ გასვლა მოახერხა.

77-ე წუთზე მამაგეიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "საბურთალო" 10 კაცის შემადგენლობით დარჩა.

90-ე წუთზე კი  ბიძინაშვილის გადაცემით ვაწაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში 2-4 დააფიქსირა.

ამ დროისთვის ბათუმელები 67 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, თუმცა "დინამო"  თბილისი , რომელსაც 66 ქულა აქვს, თავის შეხვედრას ხვალ გორში "დილას" წინააღმდეგ გამართავს.

გია გეგუჩაძის გუნდი კი მომდევნო ტურში 29 ოქტომბერს შინ თბილისის "ლოკომოტივი" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი