ფარული მოსმენები

20 იანვარი 2017, 00:00 2069 ნახვა

ფარული მოსმენების შესახებ სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს. წარმოდგენილი იქნება კვლევა, რომელზეც მუშაობა სხვადასხვა უწყებასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად მიმდინარეობდა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უნდა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც არ დაასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და უზრუნველყოფს ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებას. კამპანიის ,,ეს შენ გეხება” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები კი ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების დამოუკიდებელი სააგენტოსათვის გადაცემას ისევ ითხოვენ. სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე კანონმდებლებისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდებიან, რის შემდეგაც  კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტთან ერთად მუშაობის გაგრძელების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი სააგენტო არცერთ საგამოძიებო უწყებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, და მასზე კონტროლი საკანონმდებლო ორგანომ უნდა განახორციელოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი