ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ბათუმში გასამართი მატჩების კალენდარი ცნობილია

19 ოქტომბერი 2022, 10:57 1699 ნახვა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი ფეხბურთში 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისს ბუქარესტში გაიხსნება, ხოლო ფინალი - 8 ივლისს ბათუმში გაიმართება.

ცნობილია, რომ საერთო ჯამში ფინალური შეხვედრის ჩათვლით ბათუმის სტადიონზე 5 მატჩი ჩატარდება.

  • ჩეხეთი - ინგლისი - 22 ივნისი;
  • ჩეხეთი - გერმანია - 25 ივნისი;
  • ინგლისი - გერმანია - 28 ივნისი;
  • ერთი ნახევარფინალი - 5 ივლისი;
  • ფინალი - 8 ივლისი;

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში არის, სადაც მეტოქეებად: ბელგიის, ნიდერლანდების და პორტუგალის ნაკრებები ეყოლება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი