საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგების ლიდერია

18 ოქტომბერი 2022, 23:06 989 ნახვა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი მსოფლიო რეიტინგების ლიდერია - ინფორმაციას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (IWAS) რეიტინგში  ირმა ხეცურიანი  (B)  ხმლით ფარიკაობაში  და ნინა თიბილაშვილი (A) კატეგორიაში მსოფლიოს   ნომერ პირველ პარამოფარიკავე ქალებად დასახელდნენ.
IWAS-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგით ირმა ხეცურიანი (B) კატეგორია რაპირით ფარიკაობაშიც  ნომერ პირველია.

ამავე მონაცემებით, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები (ირმა ხეცურიანი,ნინა თიბილაშვილი,გვანცა ზადიშვილი) შემადგენლობით  გუნდურ ფარიკაობაში (ხმალი) მსოფლიოს აბსოლუტური ლიდერი, ნომერ პირველი გუნდია.

რაპირით ფარიკაობაში კი მეორე ადგილს იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში