თბილისის მერიის პასუხი

18 ოქტომბერი 2022, 18:19 696 ნახვა

თბილისის მერია ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პროექტში გარკვევით ეწერა „ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“. მათივე ინფორმაციით, თბილისის მერია შესაბამისი სამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან  და მზად არიან  პასუხი აგონ თუ ადგილი ექნება გადაცდომას. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 18 მაისს ტენდერის შესაბამისად გააფორმა ხელშეკრულება შპს „ელ ემ სი“- სთან , რომლის მიზანი იყო ვაკის პარკში არსებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი