კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" მოთავსებული 13 წლის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ვაკის პარკში დენის დარტყმით დაშავებული ბიჭის მდგომარეობის შესახებ მკურნალმა ექიმმა ისაუბრა. მისი თქმით, პაციენტს მონიტორინგი სჭირდება, თუმცა აქტიურია, კონტაქტურია და შეკითხვებსაც პასუხობს.
დაშავებულთაგან ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა კი მალევე გაუმჯობესდა და ის გუშინ გაწერეს კლინიკიდან.