მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს - გერმანიაში რეზოლუცია მიიღეს

15 ოქტომბერი 2022, 12:01 495 ნახვა

ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიამ მხარი დაუჭირა მზადყოფნას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ბერლინში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ევროპისთვის აქტუალურ მრავალ საკითხს მოიცავს.

ვრცელ დოკუმენტში ვხვდებით ჩანაწერს, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ევროინტეგრაცია.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისა და მოლდოვისთვის და მზადყოფნას სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებისთვის. მათი მომავალი ევროკავშირშია და გვსურს, ეს რაც შეიძლება, მალე მოხდეს, მას შემდეგ, რაც შესრულდება ყველა კრიტერიუმი გაწევრიანებისთვის, მათ შორის კანონის უზენაესობა და დემოკრატია“ – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.  

კონგრესზე დღეს გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გამოსვლაა დაანონსებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი