ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

14 ოქტომბერი 2022, 15:18 624 ნახვა

"ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი ექიმებმა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. 

მისივე თქმით, ბავშვი მშობლებთან უკვე შევიდა კომუნიკაციაში და ის დარჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.

"ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან. შემოდის კონტაქტზე. ის უკვე დაეკონტაქტა მშობლებს. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათის ის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო, ანოქსიური დაზიანება მეტნაკლებად დაძლეულია. ვიმედოვნებ, ძალიან მალე ლაზარე სახლში წავა. გართულებების საშიშროებები ჯერ ისევ რჩება, რადგან იქ იყო ასპირაცია. ჯერ არ გასულა 72 საათი და დარჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო პერსონალის მხრიდან არ არის იმის არც ერთი მიზეზი, რომ ბავშვი სადმე გადავიყვანოთ“, - განაცხადა დავით ციბაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც  იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობა, სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი