ისტორიაში პირველად საქართველომ ქართულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.
შეჯიბრზე 5 წონით კატეგორიაში 30 ქვეყნის ფალავანმა იასპარეზა. ჩვენმა ნაკრებმა კი 10 შესაძლებლობიდან 4 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირზე ოქროს მედლები: გიორგი ხიზამბარელმა (50 კგ), გიორგი ნოზაძემ (60კგ), თამაზ კობერიძემ (80კგ), და გიორგი ტაბატაძემ (+80კგ) დაისაკუთრეს.
ბრინჯაოს მედლებს კი ელგუჯა ნანეტაშვილი (60კგ), შოთა ლოთიშვილი (70კგ), გიორგი ჭიღლაძე (80კგ) და თემურ ენდელაძე (+80კგ) დასჯერდნენ.