სტრატეგია აღმაშენებელი ევროპული ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებას აანონსებს. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ვინც ამ ერთობას არ შეუერთდება, პოლიტიკური პროცესებიდან გაირიყება.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ჯერჯერობით სტრატეგია აღმაშენებლისგან შეთავაზება კონსულტაციებთან დაკავშირებით არ მიუღიათ, თუმცა მათი უმრავლესობა ინიციატივას მიესალმება.
უმრავლესობისთვის კი გაუგებარია თუ რას ემსახურება ეს ინიციატივა, როდესაც მათ ოპონენტებს, როგორც განმარტავენ, მუდმივად დაპირისპირება აქვთ.