ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა.
თვითმხილველების თქმით, თავდაპირვლად შადრევანში ბურთის ამოსაღებად ერთი ბავშვი ჩავიდა, შემდეგ კი კიდევ ერთი თანაკლასელი. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 240-ე მუხლით დაიწყო.
ფოტო: არქივი.