აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია - შეფასებები

13 ოქტომბერი 2022, 11:54 554 ნახვა

მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი მათ ერთგულებას - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.

დოკუმენტის ერთ-ერთ თავში, რომელშიც ევროპასთან ალიანსის გაღრმავებაზე კეთდება აქცენტი, აღნიშნულია, რომ აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მის ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. რამდენადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიული ქვეყნების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად.

ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. 

დავეხმარებით პარტნიორებს დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში.

ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად - წერია დოკუმენტში.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში