ვლადიმერ ბალაძის იუბილე

12 ოქტომბერი 2022, 17:26 679 ნახვა

დღეს პროფესორ ვლადიმერ ბალაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ვლადიმერ ბალაძე სამეცნიერო ინტერესების და საერთაშორისო აღიარების მქონე მათემატიკოსია. არის მრავალი საერთაშორისო მათემატიკური ფორუმის ორგანიზატორი. დღეს შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ პროფესორი რესპუბლიკურ ჯილდოზეა წარდგენილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მას იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის. ღონისძიებას განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორ მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში