რუსული რაკეტები ზაპოროჟიეს ოლქს დღესაც დაუმიზნეს

12 ოქტომბერი 2022, 10:04 275 ნახვა

რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ზაპოროჟიეს ოლქზე 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 7 მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა შორის არიან ელექტროქსელის  თანამშრომლები, რომლებიც მანამდე დაბომბვის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე მუშაობდნენ.

ოკუპანტებმა ავიაიერიში მიიტანეს ქალაქ ზაპოროჟიეზეც. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები.

გასული ღამის განმავლობაში 13-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი, შედეგად განადგურებულია სამოქალაქო   ინფრასტრუქტურა.  ელექტროსადგური დაზიანდა რუსული  ჯარების მიერ ლვოვის ოლქზე განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად.   მოსახლეობას დენი ამ დრომდე არ მიეწოდება.

აფეთქებების ხმა ისმოდა დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაივის ოლქებშიც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში